აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესში თანამშრომლობისთვის ბელარუსის ლუდერს ალექსანდრ ლუკაშენკას მადლობა გადაუხადა.
დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის მეშვეობით განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბელარუსში ხუთი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.
ტრამპის თქმით, საუბარია სამ პოლონელ და ორ მოლდოველ პატიმარზე.
გათავისუფლებულებს შორის იყო ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი ანჯეი პოჩობუტი, რომლის გათავისუფლებასაც პოლონეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
ტრამპის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მას გასულ სექტემბერში მიმართა და პოჩობუტის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
„დღეს პოჩობუტი თავისუფალია ჩვენი ძალისხმევის შედეგად. შეერთებული შტატები ასრულებს თავის ვალდებულებებს მოკავშირეებისა და მეგობრების მიმართ. მადლობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. ძალიან სასიამოვნოა!“ - დაწერა ტრამპმა.