22 თებერვალს საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ტაივანში მიემგზავრება.
პროგრამაში ორი კლასიკური ბალეტია - ა. ადანის "ჟიზელი" და პ. ჩაიკოვასკის "გედების ტბა". Mმთავარ პარტიებს დასის სოლისტებთან ერთად, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს. ქართულ საბალეტო დასთან ერთად გასტროლში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისის სამეფო ბალეტის პრემიერი დავით მახათელი და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი კარიმ აბდულინი. Mმსოფლიო საბალეტო ვარსკვლავების გამოსვლები ჩვენს მოცეკვავეებთან ერთად ტრადიციად იქცა.
გასტროლი ტაივანის რამდენიმე ქალაქში გაიმართება: ტაოუანში, ტაიპეიში და იუნლინში. წარმოდგენილი იქნება 9 სპექტაკლი. საბალეტო დასი თბილისში 14 მარტს დაბრუნდება.