არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ "თავისუფალი" აღმოჩნდა, კინოში ბრუნდება.
თწიტტერ-ში მან გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამჟამად შესაძლებელია მისთვის საქმიანი წინადადებების შეთავაზება.
"ჩემს მეგობრებს კრეატიული სამსახიობო სააგენტოდან (ჩჩA), რომლებიც 7 წლის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს, თუ როდის შეუძლიათ გამიკეთონ საქმიანი შემოთავაზება, "მწვანე შუქს" ვუნთებ", - აღნიშნავს შვარცნეგერი.
63 წლის მსახიობმა და ექს-გუბერნატორმა იანვარში განაცხადა, რომ ამჟამად რამდენიმე სცენარს კითხულობს.
გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შვარცნეგერი ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან რეჟისორ ჯეიმს კამერონთან ერთად შენიშნეს, თუმცა შვარცნეგერმა არ დააკონკრეტა, რა პროექტს განიხილავდნენ ის და კამერონი.