აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ომი შესაძლოა კიდევ ორი–სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მან არ უპასუხა კითხვას, შეწყდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე შეტევის შემდეგ.
რადიოწამყვბან ჰიუ ჰიუიტის შეკითხვაზე დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის რეიმი, ტრამპმა უპასუხა: „ ამას ვერ გეტყვით“.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ორშაბათის სამხედრო მოქმედებები ირანთან კონფლიქტის განახლებას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ერთადერთი გზა არის - ან მოვიგებთ, ან ძალიან მარტივად დავამარცხებთ მათ“.
„ან ჩვენ დავდებთ სწორ შეთანხმებას, ან ძალიან მარტივად გავიმარჯვებთ. სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. იცით, ეს მილიონჯერ მითქვამს და სხვებიც ამბობენ ამას. მათ 159 ხომალდი ჰქონდათ. ჰიუ, ახლა არც ერთი აღარ აქვთ. ყველა ზღვის ფსკერზეა,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა არ დაადასტურა, დაარღვია თუ არა ირანმა ცეცხლის შეწყვეტა და თქვა: „ვნახოთ რა მოხდება“, ხოლო შემდეგ აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს „სავარაუდოდ კიდევ ორ კვირას“ ან „შესაძლოა სამ კვირას“ და აღნიშნა, რომ დრო მისთვის შეზღუდვად არ ითვლება.
„დრო ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომს საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს „კონტროლი“ ჰორმუზის სრუტეზე ოპერაციის „პროექტი თავისუფლების“ ფარგლებში.
ნავთობის ფასების შესაძლო მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ახლაა - შესაძლოა 250 დოლარამდეც კი.