დღეს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, პოლიტოლოგის შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის პირველ ლაურეატებს დაასახელებს.
ლაურეატებს შორისაა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა. ლაურეატებად დასახელდებიან ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი შეყრილაძე და გაზეთ "ლანჩხუთი +"-ის პოლიტიკური მიმომხილველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნილი თამაზ იმნაიშვილი.
შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემია მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შარშან დაფუძნდა. სწორედ შალვა ფიჩხაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დაარსება.
ღონისძიება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ოფისში (მაჩაბლის ქ. 5), 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შალვა ფიჩხაძე სიცოცხლის ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველო ნატოში" ხელმძღვანელობდა.