კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სპეციალისტები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ. ექსპედიცია იქ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების გადასარჩენად ეწყობა.
ძეგლთა დამცველები იშხნისა და ოშკის ძეგლების მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და იმ საფრთხეებს შეაფასებენ, რომელიც ისტორიულ სიძველეებს ემუქრება.
ექსპედიციის შემადგენლობაში თბილისსა და ბათუმში მოღვაწე დარგის ექსპერტები შედიან.
"ჩვენი ექსპედიციის მიზანია ადგილზე ვნახოთ მდგომარეობა იმ ძეგლებისა, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება უახლოეს მომავალში. ეს იქნება მართლაც საუკუნის პროექტი და იმედი გვაქვს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მალე დაიწყება", - განუცხადა ჟურნალისტებს ტაო-კლარჯეთში გამგზავრებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტმა პაატა გაფრინდაშვილმა.