აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის, მიუხედავად გასულ ზაფხულს მიღწეული სავაჭრო შეთანხმებისა.
მისი თქმით, ახალი ტარიფები ძალაში მომავალი კვირიდან შევა. ამის შესახებ Truth Social-ზე წერს.
ტრამპის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირი, მისი შეფასებით, არ ასრულებს შეთანხმების პირობებს. მან აღნიშნა, რომ საუბარია როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში შედის.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, მომავალ კვირას გავზრდი ტარიფებს, რომლებიც ევროკავშირს ეკისრება იმ ავტომობილებსა და სატვირთოებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში შემოდის. ტარიფი გაიზრდება 25%-მდე.
სრულად გასაგებია და შეთანხმებულია, რომ თუ ისინი ავტომობილებსა და სატვირთოებს აშშ-ში მდებარე ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ იმოქმედებს.
ამჟამად მრავალი ავტო და სატვირთო ქარხანა შენდება - ინვესტიციები 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთოების წარმოების ისტორიაში.
ეს ქარხნები, სადაც ამერიკელი მუშები დასაქმდებიან, მალე გაიხსნება - მსგავსი რამ ამერიკაში ჯერ არასდროს მომხდარა!" - წერს ტრამპი.
მანამდე ევროპის კავშირისა და ვაშინგტონს შორის შეთანხმებული ტარიფი 15%-ს შეადგენდა.