ასოციაცია "ბერმუხას" სკანდალთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
წინასწარი ინფორმაციით, ასოციაციაში არსებულ თაღლითურ სქემაზე საგამოძიებო დეპარტამენტი განცხადების გავრცელებას გეგმავს.
ასოციაციის დამფუძნებელ ეთერ კახნიაშვილსა და მის თანამშრომელს ჯულიეტა ვლაგიას გუშინ გვიანობამდე კითხავდნენ.
"ბერმუხას" წევრები მოქალაქეებს სახლებში აკითხავდნენ და 3-ლარიან ბლანკებს ავსებინებდნენ. სანაცვლოდ კი დასაქმებასა და 120-ლარიან ერთჯერად დახმარებას პირდებოდნენ.
ასოციაციამ ათასობით ადამიანი მოატყუა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული.