გადაწყვეტილება, რომ მარცვლეულის პარტია, რომელიც რუსეთმა მოიპარა, ისრაელში არ გადაიტვირთება, დადებითი ნაბიჯია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
„ეს არის მკაფიო სიგნალი ყველა სხვა გემისთვის, კაპიტნისთვის, ოპერატორისთვის, სადაზღვევო კომპანიებისა და მთავრობებისთვის: არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული. ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილენი“, - განაცხადა სიბიჰამ,.
სიბიჰამ ასევე დაამატა, რომ უკრაინა აგრძელებს ამ გემის მონიტორინგს და ყველას აფრთხილებს, თავი შეიკავონ მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობისგან.
„ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ სანქციურ ზეწოლას რუსეთის‘ჩრდილოვან ფლოტზე’, რომელიც მარცვლეულის გატანით არის დაკავებული“, - განაცხადა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მარცვლეულის პარტია, რომელიც გემ Panormitis-ს გადაჰქონდა და რომელივ უკრაინის განცხადებით რუსეთმა მოიპარა, ისრაელში არ გადაიტვირთება.