დღეს, 17 თებერვალს, 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის "Smart Board"-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდება.
გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრებიან.
მისამართი: უზნაძის ქ. № 52; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;