დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა,. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა.
სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
შეჯახებისას ძირითადი დარტყმა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ ვაგონზე მოხდა, რის გამოც დაღუპულთა შორის მხოლოდ ქალები არიან.