ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
"შვებით ამოვისუნთქე, რომ ყველა დამსწრე, მათ შორის დონალდ ტრამპი, უსაფრთხოდაა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის შემდეგ.
პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს.
ღონისძიება, რომელიც თავისუფალი პრესის პატივსაცემად არის გამართული, არასოდეს უნდა გადაიქცეს შიშის სცენად. ვუსურვებ დაშავებულ ოფიცერს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - წერს კალასი.
შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილის დორს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, შეიარაღებულმა კაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. ეჭვმიტანილი, 31 წლის კოულ ალენი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.