დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი მიმართვის მთავარი ობიექტი ოპოზიციური ალიანსი გახდა.
ხაბეიშვილის თქმით, ის რომ მათი განცხადებები ძირითადად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, გასაკვირია.
რაში შეგიძლიათ შეედაროთ სააკაშვილს? - ამ კითხვით მიმართა მან ოპოზიციის წევრებს.
ხაბეიშვილმა ასევე ყურადღებაა გაამახვილა 26 მაისის დაანონსებულ შეკრებაზე და მათი განცხადებები გააკრიტიკა იმის თაობაზე, რომ ამ დღისთვის მზადება 10 მაისიდან დაიწყება.
ტელევიზორში მოვისმინე სიგიჟე, 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. ხალხო, ახლა რას აკეთებთ. რა საგიჟეა, ამას ნუ იტყვით. ვუსმენ ლიდერს და 10-ში გავდივართო. იცით რატომ ჩხუბობენ! მიშას უნდა უპასუხოთ, ბიძინას არა, 26-ზე ჯერ არ უთქვამთ, ამ აქციაზე კამპანია არ დაუწყიათ.
მიშას რას ედრებით, ან სიმაღლე გქონდეთ მისი, ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. ოპოზიიცის ალიანსის 5 განცხადებიდან 3 მიშას რომ ეძღვნება, სასაცილოა.
ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ ასე არ გამოვა. თქვენი გულშემატკივარი ვარ, გაიგეთ რა. გაეშვით კაცს რომელსაც სამუდამო მიუსაჯეს ლამის. თავი ხომ არ მიარტყით რამეს? თურმე ოპოზიციის ალიანსმა დაწერა ეთიკის კოდექესი. რა სამარცხვინოა. თურმე ეს დაარღვიაა სააკაშვილმა. მე მოგცემთ რჩევას, თუ მოგინდებათ, მე გამლანძღეთ. ოღონდ ერთმანეთს შეეშვით. დისიდენტ ხალხს რომ აბრალებენ რაღაცებს, და თურმე იმათ უნდა აუარონ გვერდი და ღობე ძალიან მნიშნველოვანია.
იმ ხალხის იმედი მაინც მაქვს, ციხე მაინც ნანახი აქვთ. ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ. საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არ ლაპარაკობთ? ყველა მოქალქეს აქვს ვალი, - განაცხადა ხაბეიშვილმა.