აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ვუბრძანე, რომ ესროლოს და გაანადგუროს ნებისმიერი ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მე შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს ვუბრძანე, გაანადგურონ ნებისმიერი გემი, თუნდაც მცირე ზომის, რომელიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს დებს. (მათი სამხედრო გემები, 159-ვე, ზღვის ფსკერზეა!). ყოყმანი დაუშვებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ამჟამად გამნაღმველი გემები სრუტეს ასუფთავებენ, თუმცა, აღნიშნა, რომ პროცესის უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელების ბრძანება გასცა.
„ჩვენი გამნაღმველი გემები ამჟამად სრუტეს ასუფთავებენ. მე ვბრძანებ, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, მაგრამ სამმაგი ინტენსივობით!“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.