შეთანხმებასთან შემოერთება არის ნებაყოფლობითი, ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა არის ნებაყოფლობითი, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს – მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება.
„სააკაშვილის ტანტრუმებს იმიტომ არ ვუთმობ დროს, რომ აღარავის აინტერესებს. ბენზინის ფასზე, განათლების სისტემაზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ვიდეოებს ათასჯერ და ათიათასჯერ უკეთ მიაქვს, ვიდრე სექტარიანულ გარჩევებს. იყო დრო, როცა მიფრინავდა – ისევ სააკაშვილის აქტუალურობიდან გამომდინარე, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. საქმე დგას მარტივად! არსებობს შეთანხმება. შეთანხმებასთან შემოერთება არის ნებაყოფლობითი. ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა არის ნებაყოფლობითი. ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს – მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდვრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება. უფრო მეტი – ჩავლაც კი მეზარება. შეთანხმება იქნება დაცული, რადგან ეს შეთანხმებაა გამარჯვების ერთადერთი გზა. ვინ ივლის ამ გზაზე და ვინ გააგრძელებს თვითდესტრუქციას – კერძო გადაწყვეტილების საქმეა“, – წერს თარამ ჩერგოლეიშვილი.