უნგრული ნავთობკომპანია Mol-ის ცნობით, „უკრტრანსნაფტმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ სისტემის მეშვეობით ბელარუსიდან უკრაინაში ნედლი ნავთობის შედინება 22 აპრილს, შუადღისას დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
,MOL-ის განცხადებით, უკრაინის მონაკვეთის ამოქმედების შემდეგ ნავთობის პირველი პარტიები უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალ მივა.
როგორც Reuters წერს, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება შესაძლოა 23 აპრილის დილით განახლდეს.