ირანი არასდროს დათმობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ირანი გადაწყვეტს გადაადგილების უფლებას, მათ შორის გემების სრუტეში გავლის ნებართვას“, - განაცხადა ებრაჰიმ აზიზიმ .
მისი თქმით, მალე ეს კანონად იქცევა.
„ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციის 110-ე მუხლს და მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. შეიარაღებული ძალები ამ კანონს აღასრულებენ“, – განაცხადა აზიზიმ.