უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან.
ამის შესახე ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
საუბრის დროს უკრაინისა და ფინეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება, ასევე უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან მიმდინარე მოვლენებთან, და შესაძლებლობები უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ცალკე განიხილეს დიპლომატიური მუშაობის საკითხი აშშ-თან და თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუღია დადასტურება ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების — სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის — კიევში ვიზიტის თარიღებთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მასთან საუბარში დაჰპირდნენ, რომ კიევს აპრილის დასაწყისში ეწვეოდნენ.
ამ კვირაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული ომის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ნაკლებად არის მიმართული რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ივარაუდა, რომ ამერიკული დელეგაცია კიევში, შესაძლოა, აღდგომის შემდეგ ჩავიდეს.