აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა კომერციულ გემს დაარტყეს, რომელიც ირანის პორტების მიმართ დაწესებული ამერიკული ბლოკადის გარღვევას ცდილობდა და სამხედროების მოთხოვნის მიუხედავად არ მოძრაობას აგრძელებდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად გემი მწყობრიდან გამოვიდა და გადაადგილების უნარი დაკარგა.
მისივე თქმით, გამბიის დროშის ქვეშ მცურავმა მშრალი ტვირთის გადამზიდავმა გემმა „ლიან სტარმა“ არაერთი გაფრთხილება უგულებელყო და ირანის პორტში შესვლას ცდილობდა.
„გემი ამერიკულმა ავიაციამ ომანის ყურეში მწყობრიდან გამოიყვანა და ამ დროისთვის ადგილზე გაჩერებულია, რადგან გადაადგილებას ვეღარ ახერხებს“,“, — განაცხადა წყარომ. მისი თქმით, ამერიკელ სამხედროებს გემზე ჯერ არ აუყვანიათ სპეციალური ჯგუფი.
Associated Press-ის ცნობით, ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ბლოკადის დაწყების შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა ძალის გამოყენებით შეაჩერეს გემი.
CENTCOM-ის მონაცემებით, საზღვაო ბლოკადის პერიოდში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკვე გადაამისამართეს ირანთან დაკავშირებული 115 სავაჭრო გემი, რომლებიც ირანის პორტებისკენ მიემართებოდნენ ან იქიდან გამოდიოდნენ.