რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. ინფორმაცოას ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს ხანძარი საწარმოს ტერიტორიაზე.
ოფიციალური ინფორმაციით,, სამარის ოლქში დაფიქსირდა დრონებით შეტევები. დაზიანდა რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი და რამდენიემ ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი.
აღნიშნულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნედლი ნავთობი დასავლეთ ციმბირიდან (ხანტი-მანსიის რეგიონიდან) მიეწოდება კომპანია "ტრანსნეფტს" მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის მეშვეობით.
რეზერვუარებში ინახება როგორც ნედლი ნავთობი, ისე მზა ნავთობპროდუქტები მათი შემდგომი გადაზიდვისთვის.