უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ მედიის ცნობით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საზღვართან ორი ობიექტი დააფიქსირეს. ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, თუმცა მასთან კავშირი დაუსახლებელი ტერიტორიის მიმდებრად დაიკარგა.
მათივე ცნობით, რადიოლოკაციური სიგნალი ტულჩეის ოლქში, სოფელ ჩილია-ვეჩედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაიკარგა. განცხადების მიხედვით, რუმინელი სამხედროები სამძებრო ოპერაციას ჩაატარებენ.