კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ირანი კვლავ დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა გააფრთხილა, რომ მას შეუძლია ირანი „ერთ დღეში გაანადგუროს“.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.
„მე ვფიქრობ, რომ ისინი დაბრუნდებიან და მოგვცემენ ყველაფერს, რაც გვინდა“, - თქვა ტრამპმა.
„მათ არ აქვთ კოზირები“, - დაამატა მან.
ტრამპმა ასევე დაიცვა თავისი გასული კვირის განცხადება, როდესაც თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია შეიძლება დღეს საღამოს დაიღუპოს და ის ვეღარასოდეს აღდგება“. მისი თქმით, სწორედ ამ განცხადებამ მიიყვანა თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან.