ბავშვთა დოკუმენტირების გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც ყველა უფლებამოსილი ორგანოს ერთობლივ, კონსოლიდირებულ და ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობას უზრუნველყოფს.
დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის ქეთევან Gგომელაურის ინფორმაციით, შეხვედრა ბავშვთა დოკუმენტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ბავშვთა დოკუმენტირების სფეროში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე ძირითადად განხილული იქნება ბავშვთა დოკუმენტირების სფეროში არსებული ხარვეზები. ასევე განიხილება უწყებების მიერ დოკუმენტირების მიმართულებით თავიანთი მოვალეობების შესრულებისას წარმოჩენილი Kკონკრეტული კაზუსები. მოხდება შესაბამისი უწყებების პრობლემატიკის, ხედვის და გადაჭრის გზების წარმოდგენა და აზრთა გაზიარება.
ამავე შეხვედრაზე განისაზღვრება მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გზები და ფორმატი.