გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებდა, არის დეზინფორმაცია. აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და, როგორც შევიტყვე, მუდმივად ექვემდებარება განახლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოკუჩავა წერს, ამჟამინდელ ვერსიაში სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული.
„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი აღიარებულია მთელი დასავლური სამყაროს მიერ, რაც არაერთგზის ხაზგასმულია ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. ამ თემაზე უმწვავესი განცხადებები და შეფასებები მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნებიდან კეთდება. ცივილიზებულ სამყაროს კარგად ესმის ის კონტექსტი, რატომ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი პატიმარი. ამის ეჭვქვეშ დაყენება ცდება რაციონალურობისა და კეთილსინდისიერების საკითხს. გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებდა, არის დეზინფორმაცია! აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და, როგორც შევიტყვე, ის მუდმივად ექვემდებარება განახლებას. ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტი სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული.
მინდა, ყველას კარგად ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებები ალიანსის დისკრედიტაციას, ენმ-ს მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ან სხვა მაზედინტეგრირებელ მიზნებს ემსახურება. ეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს აძლევს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელსაც ყველაზე მეტად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიანობის ეშინია“, – წერს თინა ბოკუჩავა.