საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალია, რომელიც დიაბეტით იყო დაავადებული. დიაბეტმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. ეს ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე მე-17 შემთხვევაა.
სულ სამედიცინო დაწესებულებებში მწვავე რესპირატორული დაავადებებით 525-მდე მეტი ადამიანი მკურნალობს, აქედან H1N1 ვირუსი 418-ს დაუდასტურდა.