სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დიდი ბრიტანეთიდან დღეს გამთენიისას დაბრუნდა.
უწმინდესს აეროპორტში მრევლი შეეგება.
უწმინდესთან ერთად საქართველოში საპატრიარქოს დელეგაციაც ჩამობრძანდა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში პატრიარქი კენტერბერიის მთავარეპისკოპოს უილიამის მიწვევით 4 თებერვალს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, ილია მეორემ ლონდონში მდებარე ქართული ტაძრის კურთხევასა და ქართული სიმღერის კონცერტს დაესწრო. 9 თებერვალს ილია მეორე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს და ანგლიკანური ეკლესიის მთავარეპისკოპოსს შეხვდა.