დღეს, 16 თებერვალს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა დასაქმებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფძნდება.
საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული და შდეგებზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმირება იქნება, რომელიც ხელს შუწყობს კერძო სექტორში, ახალი სამუშაო ადგილების შქმნასა და დევილი მოსახლეობის დასაქმებას.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში (ყაზბეგის # 42) გაიმართება.