ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) 2010 წელს მოკლულ ჟურნალისტებსა და მედია მუშაკებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მედიის წარმომადგენელთა მკვლელობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჟურნალისტები მთელს მსოფლიოში მზარდი რისკის წინაშე დგანან. ანგარიში ასევე მოიცავს ჟურნალისტების დაღუპვის სამ უბედურ შემთხვევას.
„ეს არის დანაკლისისა და ტრაგიკული შემთხვევების აღნუსხვის მწვავე მაგალითი, რომელიც 1990 წლის შემდეგ ჩვენი კოლეგების 2 ათას 271 სიკვდილის შემთხვევას მოითვლის, მათ შორისაა, 2010 წელს დაღუპული 97 მედია მუშაკი. ეს ციფრები ცხადყოფს, რომ იმ ხანაში, როცა მედია უფრო ძლევამოსილია, ვიდრე ოდესმე და როცა ხალხს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მეტი წყარო გააჩნია, ჟურნალისტები, რომელთაც სიმართლის თქმა სურთ, მზარდი რისკის წინაშე დგანან,"-აღნიშნულია ანგარიშში.
მედია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი შედეგი (16 დაღუპული) პაკისტანმა აჩვენა მას მოყვება მექსიკა და ჰონდურასი (10-10 დაღუპული).
2010 წელს, 2009 წლის მონაცემთან შედარებით, (139 მსხვერპლი) მედია მუშაკების სიკვდილიანობის შემცირება აღინიშნება, მაგრამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2010 წელს ძალადობის მაღალი დონე უმთავრეს საშიშროებად რჩებოდა მედია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბევრ რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულების დაუსჯელობის სიჭარბე ასევე წარმოადგენს მედიის წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთ წყაროს. მთავრობებმა სერიოზულად უნდა აღიქვან პრესაზე განხორციელებული თავდასხმები და სანდო ქმედებები უნდა განახორციელონ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
ანგარიში ასევე მოიცავს IFJ-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფონდის დეტალურ ფინანსურ ანგარიშს. ფონდი დახმარებას უწევს ჟურნალისტებს და იმ ჟურნალისტების ოჯახებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, ან იძულებით დევნილობაში იმყოფებიან.
„ეს ფული, კოლეგების ჯიბეებიდან და საფულეებიდან გაცემული, წარმოადგენს სოლიდარობის საუკეთესო ფორმას ჩვენს მოძრაობაში," დასძინა უაიტმა.
ანგარიშის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია შემდეგი
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია IFJ წარმოადგენს 600 000-მდე წევრს მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში.