14 მარტის ღამეს, რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით თავდასხმის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ასევე, თემრიუკის რაიონში, პორტ „კავკაზში“ გემი დაზიანდა.
ადგილობრივების ცნობით, რამის პირველი საათის შემდეგ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.
„სევერსკის რაიონში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ტექნიკურ დანადგარში ხანძარი გაჩნდა. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებები“, - ნათქვამია რეგიონის ოპერატიული შტაბის განცხადებაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პორტზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე.
ქარხანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რადგან ის საწვავით ამარაგებს საოკუპაციო ძალებს.