რეჟიმი ფეხს ითრევს ამდენი თვეა უკვე პარტიების აკრძალვაზე, რეალურად, ხვდებიან, რომ არ არიან ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ ეს მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ, - ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ჩემი აზრით, რეჟიმი, უბალოდ, დროს წელავს, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ფეხს ითრევს ამდენი თვეა უკვე პარტიების აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ღალატის კომისია ამისთვის შექმნეს, მაგრამ, რეალურად, ხვდებიან, რომ არ არიან ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ ეს მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ, იმიტომ, რომ იციან, რომ ამას ძალიან მძმე შედეგები მოყვება, მათ შორის და განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი წითელი ხაზია, ეს უკვე ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას. ამავდროულად, ჩემი აზრით, დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ და დღესდღეობით ოპოზიციის ალიანსი არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის მანძილზე. ამიტომ ორი ფაქტორია: ეფრთია რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთიანობის მიმართ და მეორე, რომ ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა თუ ახალი პარტიების დამატებას მართლაც გეგმავენ, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აჯრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელში ცვლილებები შეიტანოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.