ხვალ, 15 თებერვალს, 13:00 საათზე "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში, "დაიცავი საქართველოს'' ხელმძღვანელი დავით მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი შეხვედრას მართავენ უფლებადამცველებთან.
შეხვედრის მიზანია "დაიცავი საქართველოს'' ახალი პროექტის "ახალი ქართული კონსერვატიზმის" განხილვა.
შეხვედრას ეკა ბესელიასთან ერთად ზაზა ხატიაშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლეიშვილი და სხვა უფლებადამცველებიც დაესწრებიან. გაიმართება დისკუსია.