სახელმწიფო უსაფრთხოების დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის გამოიკითხვა დასრულდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კაპანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“რა კითხვებიც დამისვეს, იმ კითხვებზე ვუპასუხე. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად, არსებულ ვითარებაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ ვარ“. - თქვა კაპანაძემ.
უწყებაში კაპანაძის გამოკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ. სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.