ისრაელის საჰაერო ძალებმა დაასრულა იერიშების სერია თეირანში მდებარე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე, სადაც ირანელი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ თავმოყრილნი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება The Times of Israel
დეფრინმა აღნიშნა, რომ დარტყმებში 100-ზე მეტმა ისრაელის სამხედრო ძალების გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა, სამიზნე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათობით შტაბ-ბინა, მათ შორის დაზვერვის, საჰაერო ძალების და უსაფრთხოების დანაყოფები იყო.
„ეს მნიშვნელოვანი და ძლიერი დარტყმებია. ეს შტაბები ისრაელისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მოქმედებდა. დღეს ისინი განადგურდნენ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც იქ მუშაობდა“, - თქვა დეფრინმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც ირანის დასავლეთ ირანში ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ბალისტიკური რაკეტების გამშვებ სისტემებზე დარტყმებია ასახული.
ამავდროულად, Channel 12 ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ირანის ხელისუფლება ვერ შეძლებს პროტესტის მონაწილეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუ ისინი კვლავ ქუჩაში გამოვლენ.
„რეჟიმის დამხობის პირობების შესაქმნელად, ჩვენ უნდა გავანადგუროთ ისინი, ვინც ზიანს აყენებენ რეჟიმის დამხობის შესაძლებლობას და სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი. ძალიან მალე ირანელი ხალხი მიიღებს სიგნალს, დატოვონ საკუთარი სახლები და ირანელები ამას გაიგებენ და საკუთარი თვალით ნახავენ“, - განაცხადა მან.
Channel 12-ის ცნობით, რამდენიმე დღეში. შესაძლოა, აშშ-მა და ისრაელმა ირანელებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდონ.
ამასობაში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ 28 თებერვლიდან, კამპანიის დაწყებიდან, ამერიკელმა სამხედროებმა 1000-ზე მეტ ირანულ სამიზნეს დაარტყა.