თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციას თავისი მარ-ა-ლაგოს ვილიდან აკვირდებოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპი ასევე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
ლევიტის თქმით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებას, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან აკვირდებოდა და უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ატარებდა.
ლევიტის თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკული დარტყმების დაწყებამდე დაუკავშირდა კონგრესის წარმომადგენლებს რათა მიეწოდებინა ცნობები დარტყმების შესახებ.
„პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - განაცხადა პრესმდივანმა.