კვირას, ვიდეოკავშირის საშუალებით, მე მოვიწვიე საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა, რათა განვიხილოთ ირანში არსებული ვითარება და ახლო აღმოსავლეთში სწრაფად განვითარებული მოვლენები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს..
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ, აუცილებელია, რომ ომი უფრო არ გავრცელდეს. ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, - წერს კალასი.