საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საგარეო უწყების განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.