სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟთა ვინაობა ცნობილი ხდება.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვაში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გივი შუღაროვი აცხადებს, ბორტზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა - ზაზა კეკელიძე, იმედა ქობულაძე და ჯიხან კიჩერი მაშველებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს, ხოლო მეოთხე ქართველის, როლანდ ბერიძის ძებნა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გემზე მყოფი ქართველები საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის წევრები არ არიან.
ინციდენტი დღეს, 06:00 საათზე მოხდა. ძლიერი შტურმის გამო გემი ორ ნაწილად გაიყო და წინა მხარე წყალში მთლიანად ჩაიძირა. გემი სოჭის პორტიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ჩაიძირა.