ხარისხიან ღვინოს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 2% სვავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" სახელმწიფო დუმის ეკონომიკური პოლიტიკისა და მეწარმეობის კომიტეტის ექსპერტზე, ეთილის სპირტისა და ალკოჰოლური პროდუქტების საკითხებში მიხაილ ბლინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ღვინის იმპორტის ასოციაციაზე დაყრდნობით გააკეთა.
"ჩვენ ქვეყანაში შემოტანილი ღვინის ხარისხი ძალიან დაბალია. რუსეთში ღვინის 70% არავინ არ იცის რისგან მზადდება, რადგან ქარხნებს საკუთარი ყურძნის მოსავალი არ გააჩნიათ. ხოლო რუსულ პორტვეინს შეიძლება თამამად უწოდო მასობრივი დაზიანებების იარაღი", - აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან რუსეთის მერი ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე ემბარგოს დადების ოფიციალურ მიზეზად თავის დროზე მისი უხარისხობა დასახელდა, თუმცა სხვა ქვეყნებიდან რუსულ ბაზაზე შესული უხარიხო ღვინოს წინააღმდეგი ქვეყნის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო არასდროს ყოფილა.