დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი მანქანების გადაადგილება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მოძრაობა შეზღუდულია ქუთაისში, მისაქციელის მონაკვეთზეც.
მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზეც ჯაჭვებით არის შესაძლებელი.