სტუდენტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ასაქმებენ. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტმა სტაჟირება ამავე უწყებაში გაიარა. 11-დან 2 ადგილზე გააგრძელებს მუშაობას. დანარჩენი 9 კი დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიებში. დასაქმებულ სტუდენტებს გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი შეხვდა.
"პირველი ეტაპი დასრულებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ადამიანი დავნიშნეთ ჩვენს სტრუქტურებში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ის სტუდენტი რომელიც მიიღებს შესაბამის განათლებას ჩვენს სამინისტროშI იქნება დასაქმებული", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დასაქმების მემორანდუმი 2 წლის წინ გაფორმდა საგზაო დეპარტამენტსა და უნივერსიტეტს შორის.