სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის 10 წევრი ნაპირზეა გამოყვანილი.
ამ დრომდე ვერ პოულობენ ეკიპაჟის ორ წევრს. მათი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, დაკარგული მეზღვაურების სამძებრო სამუშაოები სოჭის სანაპიროზე ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი მარცვლეულით დატვირთული გემი სოჭის პორტიდან ერთ კილომეტრში დღეს გამთენიისას ძლიერი შტურმის გამო ჩაიძირა.