დღეს, 13 თებერვალს 11 საათიდან 16 საათამდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის "ალმა-მატერისა" და საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით, ვარდების მოედანზე შედგება აქცია-შეჯიბრი _ დაიცავი საგზაო წესები და დაემორჩილე საგზაო ნიშნებს.
აქცია შეჯიბრის ოქროს სპონსორია "ვისოლ ჯგუფი".
შეჯიბრი, წყვილთა რბოლის ფორმატში გაიმართება.
წყვილთა რბოლა ავტოსპორტის ერთერთ ყველაზე სანახაობრივ, დაძაბულ და ადრენალინით სავსე სახეობაა. აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სტუდბილეთით დარეგისტრირდება და წარმოადგენს მართვის მოწმობას.
ავტომობილებში კი არანაირი შეზღუდვა არ არის.