მხატვართა კავშირის თავჯდომარედ სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე აირჩიეს..
კავშირის თავმჯდომარეობისთვის გურამ ცერცვაძე, გია გუგუშვილი, გოგი გურასპაშვილი და გია ბუღაძე იბრძოდნენ.
არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გია გუგუშვილმა საკუთარი კანდიდატურა გია ბუღაძის სასარგებლოდ მოხსნა
თავმჯდომარეობის კანდიდატები საგანგებო ყრილობაზე სპეციალური პროგრამებით წარდგნენ.
მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევა კავშირის წევრების ხმათა უმრავლესობით მოხდა.
ყოფილმა თავმჯდომარემ გია ჯამბერიძემ თანამდებობა 5 თვის წინ, გამგეობის თხოვნით, დატოვა.
რამდენიმე თვეა ათასხუთასკაციანი მხატვართა გაერთიანება ხელმძღვანელობის გარეშე იყო დარჩენილი.