გლდანის პირველ მიკრორაიონში ორ ადამიანი გაზით მოიწამლა.
მოწამლულების სახლიდან გამოსაყვანად საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ფანჯრიდან გადავიდნენ.
მაშველებმა 75 წლის ზინა და 80 წლის ანა უშიკიშვილები პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.