ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალკოჰოლი მსოფლიო მოსახლეობის სიკვდილიანობის 4 %-ის მიზეზია. ალკოჰოლური სასმელის ბოროტად გამოყენების გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსისგან, ტუბერკულოზისგან და ომის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აზიისა და აფრიკის ქვეყნებში შემოსავლის ზრდა ალკოჰოლიზმს ზრდის. განვითარებულ ქვეყნებში კი, სულ უფრო ხშირად აღინიშნება გადაბმული ლოთობა. დსთ-ს ქვეყნებიდან ალკოჰოლის მოხმარების გამო გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციაშია. იქ ყოველი მეხუთე სიკვდილი სპირტიანი სასმელის გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
სულ მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარების გამო, წარმოქმნილი მიზეზებით ყოველწლიურად კვდება 2, 5 მილიონი ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ისეთი მოვლენა, როგორიც გადაბმული ლოთობაა, ყველაზე ხშირად აღინიშნება ბრაზილიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ყაზახეთში და უკრაინაში. ამასთან ერთად ეს ფენომენი სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში.
რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების საკითხში ყველა რეკორდს ხსნიან: იქ ყოველი მეხუთე ადამიანი ალკოჰოლის მიზეზით იღუპება. საფრანგეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში კი, იქ, სადაც მეღვინეობის დიდი ტრადიციები არსებობს, ალკოჰოლის მაღალი მოხმარების შემთხვევები საკმაოდ იშვიათად აღინიშნება.