ლონდონის სასამართლომ როკ-ჯგუფ Pink Floyd -ის გიტარისტის_დევიდ გილმორის ვაჟს ბრიტანეთის დედოფლის კორტეჟზე თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა. კორტეჟით პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კორნუოლსკის ჰერცოგინია კამილა მგზავრობდნენ.
21 წლის ჩარლ გილმორი 9 დეკემბერს ლონდონში გამართულ მასობრივ სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა. სტუდენტები განათლების სისტემაში გადასახადის მატებას აპროტესტებდნენ. ახალგაზრდების ჯგუფი დედოფლის დაცვის ავტომობილებს გარს შემოერტყა. მათ შორის, ჩარლ გილმორიც იმყოფებოდა. მომიტინგეებმა წყვილის ლიმუზინის ფანჯრის შუშაც ჩაამსხვრიეს, მას საღებავი შესახეს და კამილა პარკერს დროშა ჩაარტყეს. პრინცის ავტომანქანამ ხალხის ტალღის გარღვევა მაინც შეძლო.
სასამართლოს მასალებით ირკვევა, რომ ჩარლ გილმორი დედოფლის კორტეჟის დაცვის ერთ-ერთი ავტომანქანის კაპოტს შეახტა და ნაგვის ვედრო დაცვის მანქანას ესროლა.
ჩარლ გილმორს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის წაუყენეს. განსასჯელი გირაოთი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ 25 მარტს უესტმისტერის სასამართლოზე წარდგება.