ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო ფრანგი მხატვრის ანრი მატისის როლს შესრულებს ფილმში "შედევრი."
უახლოეს ხანში ფილმის გადაღებას ინდოელი წარმომავლობის, კანადაში მცხოვრები რეჟისორი დიპ მეხტი დაიწყებს.
სურათის გადაღების ვადების შესახებ ჯერ კიდევ არ კონკრეტდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფილმი ანრი მატისისა და მონიკა ბურჟუას ურთიერთობას მიეძღვნება. მონიკა ბურჟუა ცნობილი მხატვრის ექთანი და მენატურე ქალი იყო. მოგვიანებით იგი მონაზონი გახდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მხატვარმა მისი თხოვნით მოხატა კაპელა.
უკანასკნელ წლებში 70 წლის ალ პაჩინო შექსპირის პიესებითაა გატაცებული. ბროდვეიზე დადგმულ "ვენეციელ ვაჭარში" იგი შეილოკის როლს განასახიერებს. ამავდროულად, მსახიობს მაიკლ რედფორდის ფილმში "მეფე ლირი" იღებენ, რომელიც ეკრანებზე 2012 წელს უნდა გამოვიდეს.