ტელეარხ "რაშა თუდეის" მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რუსი ჯაშუშის, ეკატერინე ზატულივეტერის ტელეკომპანიაში სამუშაოდ მიწვევას აპირებს.
ამის შესახებ მარგარიტა სიმონიანმა თავად განაცხადა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა სამუშაოს შესთავაზებს ზატულივეტერს.
ბრიტანელი პარლამენტარის მაიკ ხენკოკის ყოფილი თანაშემწე, რუსეთის მოქალაქე ეკატერინე ზატულივეტერი ბრიტანეთში 2010 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის კონტრდაზვერვამ მასზე ეჭვი აიღო, რომ იგი "მთვლემარე აგენტი" იყო, თუმცა მოგვიანებით ბრალად საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა წაუყენეს. ბრიტანეთის ხელისუფლება მის დეპორტირებას აპირებდა, თუმცა ზატულივეტერმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
11 თებერვალს ბრიტანეთის სასამართლომ ეკატერინე ზატულივეტერს გირაოს ოდენობა შეუმცირა. ზატულივეტერის საქმის მომდევნო სასამართლო მოსმენა 2011 წლის ოქტომბერშია დანიშნული.
ცნობისთვის, 2011 წლის იანვარში ტელეკომპანია "Pen TV"-მ წამყვანის თანამდებობაზე შპიონაჟში ბრალდებული ანა ჩაპმანი მიიწვია. 2010 წლის ზაფხულში ჩაპმანი აშშ-დან შპიონაჟის ბრალდებით დეპორტირებულ იქნა.