იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დილის 07:00-ზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.
გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია, ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვოს.
დილის 11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.17 პროცენტს შეადგენდა, რაც 3.26 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის არჩევნების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.