ხვალ, 13 თებერვალს, 11 საათიდან 16 საათამდე, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით "ვარდების მოედანზე" შედგება აქცია-შეჯიბრი _ "დაიცავი საგზაო წესები და დაემორჩილე საგზაო ნიშნებს".
ღონისძიების ოქროს სპონსორია "ვისოლი". შეჯიბრი, წყვილთა რბოლის ფორმატში გაიმართება.
წყვილთა რბოლა ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ, დაძაბულ და ადრენალინით სავსე სახეობაა. აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სტუდბილეთით დარეგისტრირდება და წარმოადგენს მართვის მოწმობას. ავტომობილებში კი არანაირი შეზღუდვა არ არის.
რბოლაში გამარჯვებულებს "ვისოლი" საჩუქრად იტალიური აპის საწვავს გადასცემს.